თანაინვესტირების ფონდი - არც ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული კომპანიები გორისა და გლდანის დატა ცენტრებში წილს არ ფლობენ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში ბოლო პერიოდში გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

„2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასეხო დაფინანსებით უზრუნველყო. Bitfury-ის საქართველოში შემოსვლამ ხელი შეუწყო ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია. აღნიშნული სესხი კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ. ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არცერთი პოლიტიკოსი არ დაკავშირებია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ წმინდა პოლიტიკურ მოტივებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, რომ „მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე ინფორმაციის სიზუსტე გადაამოწმონ“.

„ევროპულმა საქართველომ“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მაგალითად კომპანია BitFury-ის საქმიანობა იყო დასახელებული. მათივე განცხადებით, 2015 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury-მა თბილისის თავისუფალ ზონაში დატა ცენტრი გახსნა და კრიპტოვალუტის - ბიტკოინების გამომუშავება დაიწყო.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ქარხანა შეღავათიანი პირობებით სარგებლობს, როგორც თავისუფალ ზონაში განლაგებული ობიექტი. ტერიტორიაზე დენის ტარიფი 5 ცენტია ანუ გახსნის მომენტში დაახლოებით 10 თეთრი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო