სებასტიან კურცი - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით დაწყებული მოლაპარაკებები დადებითი მაგალითია

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარის სებასტიან კურცის თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით დაწყებული მოლაპარაკებები დადებითი მაგალითია.

„ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დადებითი სიგნალია. დიალოგი მშვიდობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, - დაწერა მან „ტვიტერის“ საკუთარი გვერდზე.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2015 წლის დეკემბრის შემდეგ დღეს, სასაზღვრო ქალაქ პხანმუნჯომში გაიმართა. მთავარი თემა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად სეულსა და ფხენიანს შორის პრაქტიკული ნაბიჯების განხილვა იყო. წარმომადგენლებმა ისაუბრეს პხანმუნჯომში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სატელეფონო ხაზის აღდგენაზე, სამხედროებს შორის კავშირის საგანგებო არხის არსებობაზე და შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ესტუმრება ზამთრის ოლიმპიადას პხენჩხანში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა