”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ თბილისის პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის თამთა მიქელაძის განცხადებით, ორგანიზაციამ თბილისის პროკურატურაში დღეს განცხადება შეიტანა, რომლითაც პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიქელაძემ განუცხადა, მათ მიერ წარდგენილი განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე 6 მოწმის ახსნა-განმარტებასა და ვიდეომასალას ეფუძნება.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს იმიტომ, რომ საქმის მასალებზე წვდომა მოითხოვოს, ვინაიდან შემდგომი ნაბიჯებისთვის გააჩნიათ გეგმა „რომელიც საქმეზე სიმართლის დადგენის შესაძლებლობას მოგვცემს“.

მისი თქმით, უფლებამოსილების გადამეტების ნაწილს 373-ე მუხლით თბილისის პროკურატურა იძიებს.

არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენელი დღეს იმ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს. მან ოჯახის წევრებს პროკურატურაში შეტანილი განცხადების თაობაზე ინფორმაცია გააცნო.

„ვითხოვთ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე, რომელიც სუს-ის წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს ეხება. ჩვენ ამ განცხადებაში საქმისთვის რელევანტურ ფაქტობრივ გარემოებაზე ვუთითებთ. მათ შორის, გასროლის ეპიზოდზე, მათ შორის არის თემირლანის დის ახსნა-განმარტება, რომელიც გვერდით იყო და ასევე თვითონ საკუთარი თვალით ნახა გასროლის ეპიზოდი. ის უთითებს, რომ გასროლა ძალიან მალე მოხდა, თემირლანის ოთახის კარის შეღებისთანავე. ამავდროულად ოთახში სინათლე არ იყო, კომუნიკაცია თემირლანსა და სპეცრაზმელს შორის არ ყოფილა, ასევე არ ყოფილა რაიმე ტიპის გაფრთხილება სპეცრაზმის მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საეჭვო გარემოებაა. ამავდროულად შემთხვევის ადგილზე ამოღებულია ხელყუმბარა, რომელიც მამის თვალწინ ამოიღეს, მასზე სისხლის კვალი არ იყო. ასევე ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში არ იყო მოყვანილი, რაც სუს-ის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი, ასევე საეჭვოს ხდის. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თვითონ ოჯახის წევრები, დაც და დედაც მუდმივად ალაგებდნენ ამ ოთახს, რადგან ეს იყო საზიარო, ანუ მშობლების ოთახიც. ამიტომ, თემირლანის ნივთები იქ არც კი ყოფილა და მათ რაიმე საეჭვო ამ ოთახში არ უპოვიათ“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა სამედიცინო დახმარების დროულობა.

თამთა მიქელაძის განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა სავარაუდოდ, ერთი საათის დაგვიანებით მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო