ირაკლი კობახიძე მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი დეპუტატის, ფილოსოფოს მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ცნობილი ფილოსოფოსის, მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო. მიხეილ ნანეიშვილმა თავისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობით, ჩვენი ქვეყნის ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონ მიხეილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო