ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამართლოში, შესაძლოა, დეპუტატების შუამდგომლობა შევიდეს

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამართლოში, შესაძლოა, დეპუტატების შუამდგომლობა შევიდეს.

ამ თემასთან დაკავშირებით აბესაძის ადვოკატი ნონა ფილაური დღეს პარლამენტში იმყოფებოდა. დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფილაურმა განუცხადა, თუკი სასამართლო საჭიროდ ჩათვლის, პარლამენტის ბევრი წევრი მზად არის, თავდებში დაუდგნენ აბესაძეს. ამასთან, ადვოკატს არ დაუკონკრეტებია რამდენმა დეპუტატმა მოაწერა ხელი აღნიშნულ შუამდგომლობას.

“ჯერჯერობით ხელმომწერ დეპუტატთა რაოდენობაზე ვერ ვისაუბრებ - ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ სრულყოფილი სახით არ არის, რადგან ბევრი პარლამენტში არ იმყოფება. ეს არის თავად დეპუტატების კეთილი ნება. ნუკრი ქანთარიამ საჯაროდ გამოხატა ამის ნება. ძალიან ბევრი პარლამენტარი მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს იმასთან დაკავშირებით, რომ ოთარ აბესაძის მიმართ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული და თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, თავდებში დაუდგნენ მას. დღეს მე შევხვდი ნუკრი ქანთარიას და ვესაუბრე ოთარ ჩრდილელს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნონა ფილაურმა.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს