მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე ხვალ უნდა გამოცხადდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

„სააკაშვილმა უწყება მიიღო. 10 იანვარს, 11:00 საათზე ის კიევში, უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე უნდა მივიდეს“, - განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2017 წლის 17 დეკემბერს, კიევში, ოქტომბრის სასახლესთან განვითარებულ ამბებს, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილი მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა