ემანუელ მაკრონი - საფრანგეთის მთავრობა ჩრდილოეთ კორეისთვის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ფორმატით ახალი სანქციების შესამუშავებლად ჩინეთთან თანამშრომლობს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის მთავრობა ჩრდილოეთ კორეისთვის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ფორმატით ახალი სანქციების შესამუშავებლად ჩინეთთან თანამშრომლობს.

„შეხვედრისას ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეეხო იმ კრიზისულ სიტუაციას, რაც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავებას ეხება. აქ მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ კრიზისის დაწყებისთანავე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ჩინეთთან ერთად ვმუშაობთ ფხენიანისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე. ყველა ეს ქმედება დაძაბულობის შესამცირებლად და სიტუაციის ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად ტარდება“, - აღნიშნა მარკონმა პეკინში ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერისას.

მისი თქმით, ბირთვული პრობლემა ჩინეთისთვის განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეასთან საერთო საზღვარი აქვს. „ამასთანავე, საუბარი ეხება მყარი რეგიონალური ბალანსის დამყარების აუცილებლობას“, - აღნიშნა მაკრონმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს