სოფელ ომალოს მკვიდრი - პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ცოლ-შვილი კანადაში ჰყავს, თვითონ კი ავსტრიიდან ორი კვირის წინ დაბრუნდა

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში, ცოტა ხნის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციას ადგილობრივები გამოეხმაურნენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ადგილობრივმა ცარო ბექაურმა განაცხადა, 24 წლის ახალგაზრდას ტერორისტებთან კავშირი არ აქვს და აჰმედ ჩატაევის დახმარების ბრალდებით მისი დაკავება არასამართლიანია.

"ეს ბიჭი თუშია, მაგრამ დედა აქაური ჰყავს. ალბათ ორი კვირაა, რაც ხეობაში დაბრუნდა ავსტრიიდან. როგორც ვიცი, იქ ბიძასთან იყო სტუმრად. ცოლ-შვილი კანადაში ჰყავს და რამდენიმე დღეში იქ აპირებდა წასვალს. დღეს კი, დაკავებამდე მამასთან ერთად თბილისში მიდიოდა, რა დროსაც ის ახმეტაში დააკავეს. მამას გიორგი ჰქვია. ის მოიყვანეს სოფელში და სახლი გაჩხრიკეს. კომპიუტერი წაიღესო, ასე თქვეს. გვეშინია უკვე, ყოველდღე ველოდებით, რომ ხან იქ მივლენ, ხან იქ. ასე როგორ შეიძლება?!“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა ცარო ბექაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებუო ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა