ზუგდიდის მერიამ გამგეობიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამგეობიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისი სარჩელი მერიის იურისტებმა უზენაეს სასამართლოში უკვე შეიტანეს. თავის მხრივ, გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემაც.

ქუთაისის სააპელაცი სასამართლომ ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს რვა საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ აქტი ბათილად ცნო. ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებით, ზუგდიდის გამგეობა ვალდებულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 118-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა