პრეზიდენტი მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოს მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფილოსოფოსისა და პოლიტიკური მოღვაწის მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო. თვალსაჩინო და დასაფასებელია მისი წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ქართული პარლამენტარიზმისა და პოლიტიკური დიალოგის კულტურის ჩამოყალიბების პროცესში. მისმა საქმიანობამ დიდი კვალი დატოვა ქართული საზოგადოებრივ - პოლიტიკური და სამართლებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას!“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ქართველი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, ყოფილი დეპუტატი მიხეილ ნანეიშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს