პანკისში დაკავებულის დის ინფორმაციით, ზურაბ იდოიძე თურქეთში კანადის საელჩოს მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდა და პროცედურული შემოწმება გაიარა

პანკისის ხეობაში დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციას დაკავებულის და ნათია იდოიძე უსამართლოს უწოდებს. ნათია იდოიძე "ინტერპრესნიუსს" ამერიკიდან დაუკავშირდა.

"ჩემი ძმა უდანაშაულოა. მე ამის ყველანაირი მტკიცებულება მაქვს. ავსტრიაში იყო ბიძასთან. ბილეთები მე თვითონ ვუყიდე. ცოლთან და შვილებთან დაბრუნებას აპირებდა კანადაში. ის იყო 20 ივნისს თურქეთში, კანადის საელჩოს მოთხოვნის საფუძველზე, სადაც მან პროცედურული შემოწმება გაიარა, ჩააბარა დნმ ანალიზი და ანაბეჭდები. სხვა მოტივით ის იქ არ ყოფილა. ეს არის სიცრუე. როგორც ვიცი, ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებენ. როგორ ექნებოდა კავშირი ჩატაევთან?! ეს არის სიცრუე. მე სასწრაფოდ ვბრუნები ამერიკიდან და დავამტკიცებ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა. მანამდე კი მოვუწოდებ, ცრუ ბრალდებებისგან თავი შეიკავონ", - განაცხადა ნათია იდოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებუო ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა