ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა, დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა

ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი სადენები. ასევე, სხვადასხვა რაიონში დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. მოგლეჯილი ხეების ნაწილი გურამიშვილის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დაეცა. შესაბამისმა სამსახურმა ისინი ტერიტორიიდან უკვე გაიტანა.

ამინდი საქართველოს მასშტაბით გუშინ საღამოს გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელების გამო, მთაში თოვდა, ქროდა ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4 – 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა