პანკისში დაკავებულის დის ინფორმაციით, ზურაბ იდოიძე თურქეთში კანადის საელჩოს მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდა და პროცედურული შემოწმება გაიარა

პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას დაკავებულის და ნათია იდოიძე უსამართლოს უწოდებს. ნათია იდოიძე "ინტერპრესნიუსს" ამერიკიდან დაუკავშირდა.

"ჩემი ძმა უდანაშაულოა. მე ამის ყველანაირი მტკიცებულება მაქვს. ავსტრიაში იყო ბიძასთან. ბილეთები მე თვითონ ვუყიდე. ცოლთან და შვილებთან დაბრუნებას აპირებდა კანადაში. ის იყო 20 ივნისს თურქეთში, კანადის საელჩოს მოთხოვნის საფუძველზე, სადაც მან პროცედურული შემოწმება გაიარა, ჩააბარა დნმ ანალიზი და ანაბეჭდები. სხვა მოტივით ის იქ არ ყოფილა. ეს არის სიცრუე. როგორც ვიცი, ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებენ. როგორ ექნებოდა კავშირი ჩატაევთან?! ეს არის სიცრუე. მე სასწრაფოდ ვბრუნები ამერიკიდან და დავამტკიცებ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა. მანამდე კი მოვუწოდებ, ცრუ ბრალდებებისგან თავი შეიკავონ", - განაცხადა ნათია იდოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 9 იანვარს ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა