სოფელ ომალოს მცხოვრები - პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ცოლ-შვილი კანადაში ჰყავს, თვითონ კი ავსტრიიდან ორი კვირის წინ დაბრუნდა

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ჩატარებულ სპეცოპერაციას ადგილობრივები გამოეხმაურნენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ადგილობრივმა ცარო ბექაურმა განაცხადა, 24 წლის ახალგაზრდას ტერორისტებთან კავშირი არ აქვს და აჰმედ ჩატაევის დახმარების ბრალდებით მისი დაკავება არასამართლიანია.

"ეს ბიჭი თუშია, მაგრამ დედა აქაური ჰყავს. ალბათ ორი კვირაა, რაც ხეობაში დაბრუნდა ავსტრიიდან. როგორც ვიცი, იქ ბიძასთან იყო სტუმრად. ცოლ-შვილი კანადაში ჰყავს და რამდენიმე დღეში იქ აპირებდა წასვალს. დღეს კი, დაკავებამდე მამასთან ერთად თბილისში მიდიოდა, რა დროსაც ის ახმეტაში დააკავეს. მამას გიორგი ჰქვია. ის მოიყვანეს სოფელში და სახლი გაჩხრიკეს. კომპიუტერი წაიღესო, ასე თქვეს. გვეშინია უკვე, ყოველდღე ველოდებით, რომ ხან იქ მივლენ, ხან იქ. ასე როგორ შეიძლება?!“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა ცარო ბექაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებუო ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა