მაია ნიკოლეიშვილი - არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სუს-ის ვერსია

არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სუს-ის ვერსია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ნახა სხვადასხვა პირის მიერ გადაღებული ფოტომასალა, რომელზეც გარკვეულ დეტალებში განსხვავებაა და რომლის გამოც ადგილის ხელახალი დათვალიერების აუცილებლობა დადგა. ნიკოლეიშვილი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, იმედოვნებს, რომ შესაბამისი ორგანოები მასთან ითანამშრომლებენ და გარკვეულ მასალებს გადასცემენ, რათა მოხდეს სპეცოპერაციის ღამის დეტალური აღდგენა.

„აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ფოტოები. ფოტო, რომელიც ჩემს ხელთ არის, რომელიც აქვს გამოძიებას და გადაიღეს სხვა პირებმაც, არის გარკვეული სხვაობა. არსებობს რაღაც დეტალი, რომელიც განსხვავებულად ჩანს და იკითხება. ადვოკატთან შევთანხმდები და თვიდან მოგვიწევს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. თუ გამოძიების მხრიდან იქნება კეთილი ნება, თუ მივიღებთ გარკვეულ ინფორმაციას, ჩვენი სურათი იქნება საკმაოდ ზუსტი. შესაძლებელია ამ დეტალმა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სუს-ის ვერსია და აი ამ განსხვავებულ ფოტოებში მეშინია, რომ არ იყოს ხელოვნური განსხვავება. აქ უკვე სულ სხვანაირად შეიძლება ამის წაკითხვა.

გამოძიებას რა აქვს ხელთ, მე არ მინახავს. მე ვნახე რამდენიმე ფოტო, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ვერ ვხსნი ამას. ძალიან მნიშვნელოვანია და ამან გაგვიჩინა ვალდებულება, თავიდან ვნახოთ ადგილი. ძალიან კარგი იქნება, თუ შესაბამისი ორგანოები წამოვლენ თანამშრომლობაზე“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს