მაია ნიკოლეიშვილი - ახმეტის საავადმყოფოს დოკუმენტები ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ რაც არის, მწირ ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, რა მდგომარეობა იყო ჭრილობის გარშემო

ახმეტის საავადმყოფოს დოკუმენტები ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ რა დოკუმენტებიც არის, მწირ ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა იყო ჭრილობის გარშემო, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქით, სამედიცინო დოკუმენტების გაცნობა აუცილებელია იმისთვის, რომ სროლის მანძილი განისაზღვროს. „შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე მე გავეცანი სამედიცინო დოკუმენტებს თელავისა და თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს სტაციონარიდან. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ შუბლის მიდამოში არსებული დაზიანების სროლის მანძილი განისაზღვროს“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია ის აღწერილობა ჭრილობის შესახებ, რაც ექიმებმა პირველად ნახეს. „ის აღწერილობა ნახეს ექიმებმა პირველებმა, სანამ ჭრილობა დამუშავდებოდა. ამ შემთხვევაში ერთადერთი, ჯერჯერობით არ გვაქვს ახმეტის საავადმყოფოში მიყვანის დოკუმენტები, მაგრამ ის დანარჩენი დოკუმენტები, რაც არის, სამწუხაროდ, აბსოლუტურად მწირ ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა იყო ჭრილობის გარშემო. ახმეტის დოკუმენტებს ავიღებთ, მაგრამ უბრალოდ დარწმუნებული ვარ, აღწერილობა არ არის ისეთი, რომელიც ალბათ უფრო საჭირო და ინფორმაციული იქნებოდა. შეიძლება ამან დაგვაკარგვინოს სროლის მანძილზე წარმოდგენა“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ექიმები ვალდებულები არიან, რომ ზუსტად აღწერონ ჭრილობები. „მე მოვითხოვე კიდევ დამატებით რამდენიმე გვერდის წარმოდგენა, რომელსაც ვნახავთ. აღწერილობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ექიმები ინსტიტუტში სასამართლო მედიცინას სწავლობენ და ვალდებულები არიან ჭრილობების აღწერილობა მიუთითონ საკმაოდ ზუსტად“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო