აუდიტის სამსახური საზოგადოებას მიმართავს, თავი შეიკავოს ანგარიშების არამიზნობრივი გამოყენებისა და იმ სახის ინტერპრეტაციებისგან, რომელიც ხელს შეუშლის უწყების მანდატის სრულფასოვან განხორციელებას

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საზოგადოებას მიმართავს, თავი შეიკავოს ანგარიშების არამიზნობრივი გამოყენებისა და იმ სახის ინტერპრეტაციებისგან, რომელიც ხელს შეუშლის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატის სრულფასოვან განხორციელებას.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის დეკემბერის ბოლოს გამოქვეყნებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციით არის გამოყენებული, რაც ნეგატიურად იმოქმედებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე და გააჩენს უნდობლობას ობიექტური და კომპეტენტური აუდიტორული საქმიანობის მიმართ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომლის უმთავრესი მიზანია თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს სახელმწიფოს გაძლიერებასა და განვითარებას.

აუდიტის სამსახური თავის მანდატს ახორციელებს საჯარო ფინანსების მართვაზე მონიტორინგისა და ხარჯვის ეფექტიანობისათვის რეკომენდაციების შემუშავების გზით.

აუდიტის სამსახურის ანგარიშებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფაქტებისა და მონაცემების სიზუსტეს, რათა მოხდეს ობიექტური შეფასება და ანგარიშები არ იქცეს სხვადასხვა სახის, მათ შორის პოლიტიკური გამოყენების საშუალებად. აუდიტის სამსახურის ანგარიშები არის ღია, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წლის დეკემბერის ბოლოს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში. დასკვნაში მოყვანილი და მითითებული ნაკლოვანებები და ხარვეზები გამოყენებული იქნა სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციით.

აუდიტის ანგარიშებში მოყვანილი ფაქტების არასწორი გამოყენება ნეგატიურად იმოქმედებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე და გააჩენს უნდობლობას ობიექტური და კომპეტენტური აუდიტორული საქმიანობის მიმართ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გამოაქვეყნებს კვალიფიციურ დასკვნებს სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე.

მივმართავთ საზოგადოებას, თავი შეიკავონ ანგარიშების არამიზნობრივი გამოყენებისა და იმ სახის ინტერპრეტაციებისგან, რომელიც ხელს შეუშლის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატის სრულფასოვან განხორციელებას.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თხოვნა იქნება გათვალისწინებული და შესაბამისად მოხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების გამოყენება საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის გაზრდისა და შესაბამისად სახელმწიფოს განვითარების სასარგებლოდ“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო