გიორგი კახიანი „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატების განცხადებაზე - ის, რომ სახელმწიფო ტენდერების საკითხზე რაიმე დაპირისპირება არსებობს, ხმამაღალი ნათქვამია

ის, რომ სახელმწიფო ტენდერების საკითხზე რაიმე დაპირისპირება არსებობს, ხმამაღალი ნათქვამია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატების მიერ გუშინ გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით განუცხადა.

“არ მგონია აქ რაიმე დაპირისპირებაზე იყოს საუბარი. თუკი ვინმეს ტენდრების კანონიერების მხრივ რაიმე ეჭვი ეპარება, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები არსებობს. ვისაც ტენდერებთან დაკავშირებით კითხვები გააჩნია, სწორედ სამართლებრივ გზას უნდა გაუდგეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

„სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატების ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დგინდება, რომ მთავრობის ყოფილი წევრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიამ 8-მილიონიანი სახელმწიფო ტენდერი მოიგო.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გია გაჩეჩილაძემ(უცნობმა) განაცხადა, რომ თბილისში ალბათ ადამიანი არ არის დარჩენილი ვინც შეიძლება არ იცოდეს, თუ რა ხდება სახელმწიფო ტენდერებში.

„ეს არ არის ყურით მოთრეული თემა. მე უბრალოდ ამას შევეჯახე, შევისწავლე და მივხვდი, რომ ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. ერთი და იგივე ადამიანების ჯიბეებში ნაწილდება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები, რომელიც ზედმეტობით გააქვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა ადამიანები რჩებიან ისევ ისე მშივრები და გაძვალტყავებულები. ეს თანხები უნდა გადანაწილდეს ხალხზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვებზე დადებული დასკვნა ადასტურებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში სერიოზულად მოეკიდნენ ამ საკითხს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს