მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე დღეს უნდა გამოცხადდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

„სააკაშვილმა უწყება მიიღო. 10 იანვარს, 11:00 საათზე ის კიევში, უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე უნდა მივიდეს“, - განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2017 წლის 17 დეკემბერს, კიევში, ოქტომბრის სასახლესთან განვითარებულ ამბებს, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილი მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს