ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც გუშინ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულთა ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაცვის მხარეს აღმკვეთი ღონისძიების გადახედვის საკითხი არ დაუყენებია, თუმცა, საპროცესო კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია გადასინჯოს აღმკვეთი ღონისძიების საკითხი 20 დღეში ერთხელ.

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა ბრალდებულები. მისივე თქმით, მოსამართლის განმარტებით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს