„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ. კუპრავას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის მეუღლესთან და შვილთან ერთად სადარბაზოში შედიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ზვიად კუპრავასთან ერთად დაშავებულია მისი მეუღლეც. კუპრავას ცივი იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული, მის მეუღლეს კი ხელი აქვს მოტეხილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ გადაუდებელი დახმარება გაეწიათ.

თავდამსხმელის ვინაობა ზვიად კუპრავასთავის უცნობია, თუმცა ის მომხდარს მის საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას უკავშირებს.

„ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ თუ რამ გამოიწვია და საიდან მომდინარეობდა თავდასხმა ჩემზე. ჩემი ვარაუდით, ეს მომდინარეობს იმ ქმედებებიდან, რასაც მე და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია ეწევა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ეს არის დაცვის პოლიციაში არსებული 28 მილიონი ლარის გარღვევა “, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო