ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს, 15.00 საათზე გაგრძელდება. როგორც ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინდელ სხდომაზე მხარეებმა საკუთარი მტკიცებულებები წარმოადგინეს, რასთან დაკავშირებითაც პოზიციას სასამართლო დღეს გამოაცხადებს.

„დაცვისა და ბრალდების მხარეებმა საკუთარი მტკიცებულებები წარმოვადგინეთ და ვიშუამდგომლეთ მტკიცებულებათა დაშვებაზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლო საკუთარ პოზიციას 10 იანვარს, 15.00 საათზე გამოაცხადებს. ჩვენი შუამდგომლობები შეეხებოდა ჩვენი მტკიცებულებების დაშვების საკითხს, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხს“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა