პროკურორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეში ორ დანაზე მეტი ფიგურირებს

დაცვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქმეში არსებული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული დაზიანებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, არასწორი ინფორმაციაა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში გარდაცვლილთა სხეულებზე არსებული დაზიანებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები თანხვედრაშია.

პროკურორი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეში ორ დანაზე მეტი ფიგურირებს. „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქმეში ორზე მეტი დანა ფიგურირებს. ეს არასწორია. ის, რომ საქმეში ორი დანაა, დასტურდება არა მხოლოდ ჩვენებებით, არამედ სხვა მტკიცებულებებითაც“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს