ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი 10:30 საათზე გახდება ცნობილი. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხარეთა დასკვნითი სიტყვა უკვე მოისმინა.

როგორც მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეების ჩვენებების საფუძველზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება. ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია კი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, საპატიმროში პოლიტიკური განცხადების გამო აღმოჩნდა.

გამოძიება ბრალდებულებს ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს „სისხლის სამართლის კოდექისი“ 225-ე მუხლის საფუძველზე 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებსა და ხელმძღვანელობას ედავება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ღოღობერიძისა და ჩხვირკიას საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მხარეთა მიერ წარდგენილი მოწმეთა დაკითხვა და მტკიცებულებათა გამოკვლევა განხორციელდა.

11-12 მარტს „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეკრებილები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს უფროსის კახა ბუხრაძის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეებმა 7 ავტომობილი დაწვეს და ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა