ხაშურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა

ხაშურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები დაიტბორა. ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის ინფორმაციით, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიას ებრძოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტში. ინტენსიური წვიმის შედეგად, მნიშვნელოვნად მოიმატა მდინარე სურამულას წყლის დონემ, თუმცა, კალაპოტიდან არ გადმოსულა, ზარალი მთიდან წამოსულმა ნიაღვრებმა გამოიწვია. ნიაღვარმა და ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა რამდენიმე ქუჩა და სურამთან ახლოს, იტრიაში მცხოვრები რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოები და სარდაფები დატბორა.

მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ და დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყალს ტუმბავდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ხაშურის მერი და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

უხვი ნალექის გარდა, ხაშურის მუნიციპალიტეტი ძლიერმა ქარმაც დააზარალა. დაზუსტებული ინფორმაცია ზარალის შესახებ ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

ძლიერი ქარი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც ფიქსირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა