ადვოკატი პანკისის ხეობაში დაკავებული ზურაბ იდოიძის სანახავად სუს-ის შენობაში მივიდა

პანკისის ხეობაში დაკავებული ზურაბ იდოიძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

ადვოკატი დავით მოდებაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ზურაბ იდოიძის სანახავად მივიდა. როგორც ადვოკატმა სუს-ის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზურაბ იდოიძეს დაკავების შემდეგ, დღეს პირველად ხვდება, შესაბამისად, მას არ აქვს დამატებითი ინფორმაცია, თუმცა აცხადებს, რომ ოჯახს აქვს პრეტენზია და დაკავებულ ზურაბ იდიოძეს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„პირველად ვხდები ზურაბ იოდიძეს დღეს. დაკავების შემდეგ წუხელ 3 საათზე შემოიყვანეს სუს-ის შენობაში, მე გავესაუბრები და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რაც შეეხება დაკავების ოქმს, მე ის არ მინახავს. საქმის მასალები მას შემდეგ გადმომეცემა, რაც ზურაბ იდოიძეს ბრალს წარუდგენენ. მე ოჯახმა დამიქირავა, თავად დაკავებულთან არ მისაუბრია. ოჯახის პოზიცია არის ის, რომ ზურაბ იდოიძეს უდანაშაულოდ მიიჩნევენ“, - განაცხადა მოდებაძემ.

ზურაბ იდოიძე გუშინ, ახმეტაში დააკავეს. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებუო ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო