სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა განაცხადა, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდეს.

მისი თქმით, ამგვარი შეხვედრა მხოლოდ იმ პირობით შეიძლება შედგეს, თუ ეს ხელს შეუწყობს ფხენიანის ბირთვული პროგრამის პრობლემის გადაწყვეტას.

„მზად ვარ მაღალ დონეზე შეხვედრა გავმართო თუ ეს ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის პრობლემის გადაწყვეტას და ასევე ორ კორეას შორის ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

მუნ ჩჟე ინმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური სეული მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ამგვარ მოლაპარაკებებს, თუ ხელშესახები შედეგების გარანტიები იქნება.

სამხრეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია ის პოზიციაა, რომელზეც სეული უარს არ იტყვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს