სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებებში დახმარების გამო მადლობა გადაუხადა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებებში დახმარების გამო მადლობა გადაუხადა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი დიდ ქებას იმსახურებს მოლაპარაკებების დაწყების გამო. მე მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება. ეს არის აშშ-ს თაოსნობით დაწესებული სანქციებისა და წნეხის შედეგი“, - განაცხადა მუნ ჩჟე ინმა პრესკონფერენციაზე.

სეულსა და ფხენიანს შორის 2015 წლის შემდეგ პირველი მოლაპარაკებები სამშაბათს გაიმართა. მისი მიზანია არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით გადაჭრა და სამხედრო საკითხებზე კონსულტაციების გაგრძელება, რათა ყოველგვარი შემთხვევითი კონფლიქტი თავიდან აიცილონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს