ძლიერმა ქარმა რუსთავში შენობების სახურავები დააზიანა

ძლიერმა ქარმა რუსთავში გარკვეული პრობლემები შექმნა. რამდენიმე მისამართზე ქარმა შენობების სახურავები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა. კერძოდ, მე-12 მიკრო რაიონში, ძლიერმა ქარმა ”ენერგო-პროს” კუთვნილ ქვესადგურს, მე-19 მიკრო რაიონის #1-სა და #13 საცხოვრებელ კორპუსებს შორის, მშენებარე ობიექტს სახურავები მთლიანად გადახადა, სახურავების პარაპეტები მოგლიჯა ქარმა სუმგაითელი მეტალურგების და კონსტიტუციის ქუჩებზე, მე-16 მიკრო რაიონში კი ყოფილი საერთო საცხოვრებელის ეზოში ბუნებრივი აირის მილი დააზიანა.

ადგილზე მობილიზებულია კომპანია ,,სოკარის“ ავარიული სამსახური და დაზიანების შეკეთება მიმდინარეობს. ბარათაშვილის ქუჩაზე ქარმა ხე მოტეხა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიის ცხელი ხაზიდან აცნობეს, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები და ქარისგან ახდილი სახურავების ნარჩენებისგან ტერიტორიების გაწმენდა მიმდინარეობდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა