თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს

ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ აიზა მარგოშვილმა საავადმყოფოში განაცხადა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ.

„დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის“, - განაცხადა აიზა მარგოშვილმა.

ამ წუთებში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც პანკისში დაჭრილი თემრილან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო: "დღეს დილით გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო