გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი- ქალაქ რაქაში ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფასთან ახლოსაა, მაგრამ ყველა ისე იქცევა, თითქოს იქ არაფერი ხდება

ქალაქ რაქაში ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ ყველა ისე იქცევა, თითქოს იქ არაფერი ხდება, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„რაქაში საშინელი ჰუმანიტარული ვითარებაა, ყველა ისე იქცევა, თითქოს არაფერი ხდება. ჩვენი ამერიკელი კოლეგები იბრძოდნენ იქ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ქალაქი მიწასთან გაასწორეს. ახლა მთელი ქალაქი დანაღმულია და სავსეა დახოცილთა გვამებით, არსებობს ეპიდემიის გავრცელების რისკი, არ არის წყალი და ელექტროენერგია, არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებები. არაფერი არ ხდება, არ ტარდება ქალაქის აღდგენითი სამუშაოები, ხალხს იქ დაბრუნება არ შეუძლია და საშინელ, არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ ლტოლვილთა ბანაკებში“, - განაცხადა დიპლომატმა სააგენტო ТАСС-თან საუბარში.

მისივე თქმით, შეიარაღებული ძალების წევრები, რომლებიც რაქას აკონტროლებენ, მოქალაქეებს ფულს სძალავენ სახლების განაღმვის სანაცვლოდ, დასავლეთის ქვეყნები კი მხოლოდ იდლიბში მიმდინარე მოვლენებზე აკეთებენ აქცენტს, რადგან იქ სირიის არმია იბრძვის ტერორისტების წინააღმდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა