ქუთაისის მერიაში სამსახურების, განყოფილების უფროსების და სპეციალისტების პოზიციებზე კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა

ქუთაისის მერიაში სამსახურის, განყოფილების უფროსების და სპეციალისტების პოზიციებზე კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის მიერ 18 კანდიდატის განაცხადი იყო შერჩეული. მათგან მერიაში დღეს ექვსი კანდიდატი არ გამოცხადდა, შესაბამისად, კონკურსის ბოლო ეტაპი მხოლოდ 12-მა პრეტენდენტმა გაიარა.

გასაუბრებაზე არ გამოცხადდა საბინაო სამსახურის სპეციალისტის პოსტზე შერჩეული აპლიკანტი, რის გამოც ამ ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი განმეორებით ჩატარდება.

კონკურსის ბოლო ეტაპის, გასაუბრების შედეგად მერიაში კანდიდატები 10 პოზიციაზე შეირჩა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, ისინი პოსტებს რამდენიმე დღეში დაიკავებენ. ქუთაისის მერიამ საჯარო მოხელეებისთვის კონკურსი რეორგანიზაციის ფარგლებში გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა