ხაშურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა

ხაშურის მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილას არსებულ ვითარებას სწავლობენ. სხვადასხვა ადგილზე, ინფრასტრუქტურის დაზიანება ძლიერმა ქარმა და უხვი ნალექის შედეგად მთიდან წამოსულმა ნიაღვრებმა გამოიწვია. სამაშველო სამსახურის ჯგუფები სურამში მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოტუმბვას.

ძლიერმა ქარმა ხაშურში რამდენიმე ხეც მოგლიჯა და საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, რომელიც უამინდობის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო საველე შტაბს უშუალოდ ხელმძღვანელობს, ასევე გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და სამაშველო ჯგუფები.

შიდა ქართლის გუბერნატორის კახა სამხარაძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა რამდენიმე ლოკაციაზე გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა, ამ დროისთვის ინტენსიური წვიმა შეწყდა.

„შესაბამისი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც მთიდან წამოსული ნიაღვრების წყლის დონე დაიკლებს, შესაძლებელი გახდება შედეგების სალიკვიდაციოდ უფრო ეფექტური ღონისძიებების გატარება. უხვი ნალექის გარდა, ძლიერმა ქარმა მოტეხა რამდენიმე ხე, არის სახურავების დაზიანების შემთხვევებიც. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და არსებული ვითარების შეფასება-შესწავლა მიმდინარეობს. მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ დავგეგმავთ შესაბამის ღონისძიებებს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს