ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.

კომპანია „ენერგორესურსში“, რომელიც ე.წ. რესპუბლიკის ელექტრომომარაგებაზეა პასუხისმგებელი, აცხადებენ, რომ მთაში ძლიერმა ქარმა და თოვლმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, რასაც ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე ე.წ. რესპუბლიკის მთელი მოსახლეობა, დაახლოებით 70 000 ადამიანი დარჩა.

დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო