ძლიერი ქარის, თოვლისა და ნამქერის გამო, ტიკმატაჟის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ძლიერი ქარის, თოვლისა და ნამქერის გამო, წალკის მუნიციპალიტეტში ტიკმატაჟის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ წალკის მერმა ილია საბაძემ აცნობა.

მისივე თქმით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დაბა ხრამხესში, სადაც საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა. სერიოზული პრობლემებია წალკის სოფლების შეშით მომარაგების კუთხითაც.

„ძლიერმა ქარმა დაბა ხრამხესში საცხოვრებელი კორპუსების სახურავები მთლიანად გადახადა, მოგლიჯა ხეები და მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს წაქცეული ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდას. წალკის ტერიტორიაზე დიდთოვლობა არ არის, თუმცა ძლიერი ქარია, რაც პრობლემებს ქმნის. მოსახლეობა, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი შეშით. სოფელი ხრამხესი შუა ტყეშია და მხოლოდ 2 კუბი შეშა მისცეს მოსახლეობას და არ ყოფნით, 4 კუბი მაინც ყოფილიყო, წავიდოდა ადამიანი და თავად მოიტანდა. დაბა ბედიანის მოსახლეობა კი შეშას დღემდე ითხოვს, ეს სოფელიც შუა ტყეშია. არიან ოჯახები, რომელთაც მხოლოდ 2 კუბური მეტრი შეშა მიიღეს და ნაწილი უშეშოდ არის დარჩენილი. მოსახლეობა ჩვენ გვაკითხავს, ყველა შესაბამის უწყებას მივწერეთ წერილები პრობლემის მოგვარების თხოვნით“, - განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო