,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური დილიდან საგანგებო რეჟიმში  მუშაობს

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა უკვე მოახერხა აბონენტების ნაწილისთვის აღედგინა ელექტროენერგიის მიწოდება.

„სამუშაოებისთვის საჭირო სარეზერვო მასალები ოპერატიულად იქნა მობილიზებული. ამ დროისათვის, რაიონულ ცენტრებს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. თუმცა, დილით საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო, მოტეხილმა ხეებმა დააზიანა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები. კომპანიის ზარალი საკმაოდ დიდია. ძირითადი შეზღუდვები იყო და ნაწილობრივ ახლაც გრძელდება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რაგიონებში. ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ მოხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“, - ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა