მოსამართლემ მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავდაპირველად, გამოძიება აღნიშნულ პირებს 225-ე მუხლის საფუძველზე ედავებოდა, რაც მასობრივ არეულობასა და ორგანიზებას გულისხმობდა, თუმცა მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა.

როგორც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაცხადა, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა, თუმცა 226-ე მუხლის საფუძველზე მათ ძალადობრივ აქციაში მონაწილეობა მიიღეს.

სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

როგორც ირაკლი ჩხვირკიას დედა, ციცო ოტობაია აცხადებს, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურორის ფრიდონ ქარცივაძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანო ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის დამნაშავედ ცნობას "სისხლის სამართლის კოდექსის" 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ითხოვდა.

როგორც ფრიდონ ქარცივაძე ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილების წერილობით მიღების შემდეგ პროკურატურა იმსჯელებს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს თუ არა.

"ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. ისინი სასამართლომ დანაშავედ ცნო "სისხლის სამართლის კოდექსის" 226-ე მუხლის საფუძველზე. თითოეულ მათგან ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული მუხლი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებს გულისხმობს, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის და პოლიციის დაწესებულების მუშაოების შეფერხება გამოიწვია. ბრალდების მხარე მოვითხოვდით ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით. ჩვენ დაველოდებით სასამართლო განაჩენს წერილობით და მას შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გასაჩივრებასთან დაკავშირებით",- განაცხადა ფრიდონ ქარცივაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა