საია - სამთავრობო საათის გამართვის კულტურა საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ არ არსებობს, რადგან დეპუტატები მის საჭიროებას ვერ ხედავენ

სამთავრობო საათის გამართვის კულტურა საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ არ არსებობს, რადგან პარლამენტის წევრები ვერ ხედავენ მის საჭიროებას, - აღნიშნული შეფასება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის ანგარიშშია გაკეთებული, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას შეეხება.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სამთავრობო საათი არც ერთხელ არ გამართულა.

„აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები არ იყენებენ 10-კაციანი ჯგუფისა და ფრაქციის მიერ კითხვის დასმის მექანიზმს. უმცირესობის წარმომადგენლებს ურჩევნიათ მთავრობის წევრები ფრაქციის სხდომაზე დაიბარონ, ხოლო უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის მიზანშეწონილია საკუთარ მთავრობასთან სამუშაო შეხვედრების სხვადასხვა ფორმატის გამოყენება და არაფორმალური კომუნიკაცია“, - ნათქვამია საია-ს ანგარიშში.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სამთავრობო საათი ყოველი თვის პლენარული სხდომის ბოლო კვირის პარასკევს უნდა გაიმართოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო