ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

ბათუმის მოვლენებზე დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მათი განცხადებით, დაკავებულებთან მიმართებაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

ბათუმის საქალქო სასამართლოსთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც იმყოფებიან.

როგორც კობა ხაბაზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმის მოვლენებზე ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია სატელევიზიო ინტერვიუს გამო დააკავეს და ის უდანაშაულოა. ხაბაზის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.

"გადაწყვეტილება გასაჩივრდება ძალიან მარტივი მიზეზით. ირაკლი ჩხვირკია არის უდანაშაულო. მისი სატელევიზიო ინტერვიუს გამო არის დაკავებული", - განაცხადა კობა ხაბაზმა.

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს