თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი საავადმყოფოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი საავადმყოფოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა