პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში, სკოლის დირექტორებისა და პროექტში ჩართული განათლების სპეციალისტების მონაწილეობით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გახსნეს. შეხვედრაზე, პროექტში ჩართულმა დირექტორებმა, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნენ, სკოლის შიდა შეფასებისა და განვითარების სისტემებზე ისაუბრეს.

„განათლების ხარისხის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სკოლის როგორც შიდა, ასევე გარე შეფასების სისტემების აწყობას. დღეს საზოგადოება ზოგად განათლებას აფასებს სუბიექტური გამოცდილებით და სუბიექტური მოლოდინების შესაბამისად. წლების განმავლობაში, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ხდებოდა სკოლის შიდა და გარე შეფასების სისტემების განვითარება. ამ ეტაპზე ჩვენ უფრო მწყობრ სისტემაზე გადავდივართ. ჩვენმა სკოლის დირექტორებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს სხვადასხვა ქვეყნებში, დააკვირდნენ არსებულ მოდელებს, გაანალიზეს, თუ როგორ შეიძლება მათი გადმოტანა მოხდეს ჩვენს რეალობაში და ქართული სკოლის სინამდვილეში და რაც ყველაზე მთავარია შეიმუშავეს საკუთარ სკოლებში, სკოლის შიდა შეფასების სისტემები, სკოლის განვითარებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.

„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

„ეს პროექტი გულისხმობს მონაწილე სკოლების მომზადებას იმისთვის, რომ თვითონ მოარგონ კონკრეტული შეფასების მოდელი საკუთარ სკოლას, რომელიც ითვალისწინებს, ბუნებრივია ამ სკოლის საჭიროებებს, სპეციფიკას და ა.შ. ამ პროექტის პირველი ეტაპი ასე ვთქვათ უკვე გავიარეთ. ჩვენმა სკოლის დირექტორებმა და წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგები წამყვან ქვეყნებში და გამოცდილება გაიზიარეს. შექმნეს საკუთარ სკოლაზე მორგებული ექსპერიმენტული მოდელები და დღეს სწორედ ამ თემებზე გვექნება საუბარი“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

პროექტ „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ მიზანია, ქართული სკოლებისთვის სკოლის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავება საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. პროექტში 15 სკოლაა ჩართული და სამ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი მოიცავდა მოწვეული ექსპერტების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ტურებს დანიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. მეორე ეტაპი მოიცავს სკოლის საჭიროებებზე მორგებული შეფასებებისა და განვითარების მოდელების შემუშავებასა და პილოტირებას. ბოლო ეტაპი კი კვლევას, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს