ქალაქში თევზის გადამუშავების შედეგად წარმოქნილ უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით ფოთის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ქალაქში თევზის გადამუშავების შედეგად წარმოქნილ უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით ფოთის მერიაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თევზის საწარმოებში გარემოსდაცვითი მმართველი,საინიციატივო ჯგუფის წევრები, თევზის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქაფშიის რეწვის სეზონზე, ნოემბრის ბოლოდან აპრილამდე ფოთში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, რადგან უსიამოვნო სუნი თევზის გადამამაუშავებელი ქარხნებიდან ვრცელდება.

თევზის საწარმოებში გარემოსდაცვითი მმართველის, სარდიონ ხელაიას განცხადებით, კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით საწარმოს, რომელსაც ეკოლოგიური ნორმები არ ექნება დაცული, მუშაობის უფლება ჩამოერთმევა. მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფმა ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები აიღეს, პასუხები კი 10 დღეში გახდება ცნობილი.

მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ქარხნის წარმომადგენლებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

”ფოთის მოსახლეობა იმდენად არის გაღიზიანებული, რომ ამ პრობლემას შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყვეს“, - აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილმა.

”ყველანაირად ვეცადეთ აკადემიურ რეჟიმში გადაგვეყანა ეს შეხვედრა. გვესმის, რომ წელს პრაქტიკულად შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ თუ მომავალი სეზონისთვის ეს პრობლემა ისევ მოუგვარებული დარჩება, ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს იმ აგრესიას და მუხტს, რაც მოსახლეობაშია დაგროვილი“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატია სოციალური თანასწორობისათვის“ წარმომადგენელმა ია თოდუამ.

ქალაქში თევზის ოთხი გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს, რომლებიც სხვადასხვა სახის პროდუქტს აწარმოებენ. ძირითადი პროდუქტი თევზის ფქვილია, თუმცა ისინი ცოცხალი თევზის რეალიზაციასაც ეწევიან და მცირე რაოდენობით ზეთსაც ამზადებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა