სახალხო დამცველმა მოადგილეები წარადგინა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე, ხოლო მოადგილეები - გიორგი ბურჯანაძე და ეკა სხილაძე იქნებიან.

მოადგილეები სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა. ნინო ლომჯარიამ დიდი მადლობა გადაუხადა წინა ხელმძღვანელობას, რომელთა მუშაობის დროსაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სახალხო დამცველის აპარატისთვის.

„გაძლიერდა ბევრი მიმართულება, მათ შორის, რეგიონული მიმართულებები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი წვლილი სახალხო დამცველის საქმიანობის გაძლიერებისა და რეპუტაციის ამაღლების მიმართულებით. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი ხედვები აპარატის საქმიანობასთან სტრატეგიული მიმართულებებით და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ გუნდთან ერთად შევძლებ ახალი გამოწვევებისა და ახალი ხედვების განხორციელებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიამ მის პირველ მოადგილედ, რომელიც კანონის თანახმად, ასევე ხელმძღვანელობს ადმინისტრაციას, თამარ გვარამაძე წარადგინა.

„მას აქვს მდიდარი გამოცდილება არაერთი მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე მენეჯმენტისა და აკადემიური საქმიანობის მიმართულებით. თამარ გვარამაძე არის თსუ-ის სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი. იგი არის პროფესიით იურისტი. მას უმუშავია, როგორც ადამიანის უფლებათ დაცვის ადვოკატს რამდენიმე წლის განმავლობაში და მისი მონაწილეობით და ჩართულობით, ასობით ადამიანის უფლების დაცვა მოხდა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ერთ-ერთ მოადგილედ ნინო ლომჯარიამ გიორგი ბურჯანაძე წარადგინა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“. ლომჯარიას განცხადებით, გიორგი ბურჯანაძეს აქვს აკადემიური მიმართულებით წარმატებული გამოცდილება თავისუფალ და აგრარულ უნივერისტეტებში.

ამასთან, მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა ეკა სხილაძემ. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ეკა სხილაძე 2013 წლიდან მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში, ის იკავებდა მოადგილის პოზიციას.

„მას აქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება და შედეგები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მუშაობდა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება სახალხო დამცველისთვის შენარჩუნდეს მისი გამოცდილება და ამ მიმართულებით დაგვეხმაროს საკითხების და პრობლემების წამოწევაში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო