ენგურის ხიდთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ენგურის ხიდზე ოთხთვალა ურმის ერთ-ერთი მფლობელი სოფო მიქაია დააკავეს. სამართალდამცავებმა მიქაია მაშინ დააკავეს, როდესაც ის ენგური-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვას ცდილობდა.

ადგილზე მყოფი სამართალდამცავების ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ენგურის ხიდთან ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არალეგალურად სამი მიკროავტობუსი მოძრაობს და მათ მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.

“მგზავრები აღარ გვყავს და ოჯახები ულუკმაპუროდ გვრჩება. მხოლოდ ეს სამი მიკროავტობუსი ახერხებს მუშაობას, რომლებსაც გარკვეული პირები მფარველობენ“, - აცხადებენ ისინი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემა დროულად არ მოგვარდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა