თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია - მოვიდნენ და სახლს ცეცხლი წაუკიდონ და ყველა ერთად დაგვწვან, ისედაც დახოცილები ვართ

პანკისის ხეობის სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სამძიმარს იღებს. სამძიმარს თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია იღებს.

„უდანაშაულოდ ჩაცხრილეს ჩემი შვილიშვილი. ოთახის კარი შეანგრიეს და საწოლში მყოფი ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს. დღეს ყველა დახოცილები ვართ. კიდევ მოვიდნენ, სახლს ცეცხლი წაუკიდონ და ყველა ერთად დაგვწვან, ისედაც დახოცილები ვართ", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ, ელენე მაჩალიკაშვილმა.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო