მაია ნიკოლეიშვილი - თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ შესაძლოა სროლის მანძილზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ შესაძლოა სროლის მანძილზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან განაცხადა.

ამასთანავე, მაია ნიკოლეიშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული დრო არის გასული სროლის ფაქტიდან, დაზუსტებით ექსპერტიზის დასრულებამდე ამის თქმა ჯერ ნაადრევია.

„ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელი იყო, იმიტომ რომ თუ ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა, ჩვენ დაგვრჩებოდა მხოლოდ მძიმე დაზიანება და სიკვდილის მიზეზი დაუდგენელი დარჩებოდა. შესაძლოა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანდა გარკვეული წარმონაქმნები, რომელიც შეიძლება იყოს ძვალი ან რაღაც მეტალის ფრაგმენტი. ვნახოთ და შევხედოთ, იქნებ სროლის მანძილზე რაღაც ინფორმაცია მოგვცეს გაკვეთამ“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა