ომბუდსმენი მთავარ პროკურატურას მიმართავს, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მთავარ პროკურატურას მიმართავს, სახალხო დამცველს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის და დაჭრის საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს. თავის მხრივ, ლომჯარია იღებს პასუხისმგებლობას, რომ მიღებულ ინფორმაციას დატოვებს კონფიდენციალურად. ლომჯარიას განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს არაერთი შეკითხვა, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს.

"პირველი დღიდანვე ვსწავლობთ აღნიშნულ საქმეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განცხადებები გადაგზავნილი პროკურატურაში, შს სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ჩვენ ვცდილობთ შევისწავლოთ ყველა დეტალი და გარემოება, რაც უკავშირდება სპეცოპერაციას და დაჭრის ფაქტს, ასევე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას თუ რა იყო შესაძლებელი, რამდენად დროულად აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და იყო თუ არა  მეტის გაკეთება შესაძლებელი. კანონმდებლობით, სამწუხაროდ, სახალხო დამცველს არ აქვს წვდომა გამოძიების მასალებთან მიმართებაში. მივმართეთ და კიდევ ერთხელ მივმართავთ პროკურატურას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველი გაეცნოს საქმის მასალებს. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური. არსებობს არაერთი შეკითხვა, რომელზეც ჩვენ გვჭირდება პასუხები",- განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა