ნინო ლომჯარია - უნდა იყოს გათვალისწინებული რამდენად პროპორციულია ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღკვეთის ღონისძიებასთან

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ოთარ აბესაძესთან დაკავშირით აღკვეთის ღონისძიება ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა იყოს გამოყენებული. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა აბესაძეს სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა კონფიდენციალურობიდან გამომდინარე კონკრეტულ ინფორმაციაზე ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იყოს გათვალისწინებული თუ რამდენად პროპორციულია აბესაძის აღკვეთის ღონისძიება მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

"ოთარ აბესაძის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი ჩვენი ინიციატივით სწავლობს. მისი ან მისი ადვოკატების მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ დავსწრებოდით სასამართლო პროცესებს და ჩვენ ვესწრებით პროცესებს. ოთარ აბესაძე მოვინახულეთ სამედიცინო დაწესებულებაში. ამ ეტაპზე, გამომდინარე იქედან, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა გავეცნო საქმის მასალებს ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას, ჩემი პოზიცია არის, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ რამდენად პროპორციულია აღკვეთის ღონისძიებასთან. ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უპირატესი და ამ გარემოებებით უნდა მოხდეს შესაბამისი ღონისძიების გამოყენება",- განაცხადა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს