სახალხო დამცველი შსს-ს და პროკურატურას მოუწოდებს, დეა გოშხეთელიანის საქმეს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შს სამინისტროს და პროკურატურას მოუწოდებს, დეა გოშხეთელიანის საქმეს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის თავადაც აპირებს დეა გოშხეთელიანთან შეხვედრას.

”დეა გოშხეთელიანის საქმეს ვიცნობთ. ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ წერილები როგორც პროკურტურაში, ისე შს სამინისტროში. გვაქვს არაერთი შემთხვევა როდესაც ქალმა მიმართა სამართალდამცველ უწყებას დახმარების თხოვნით, თუმცა არაეფექტური ზომების გამოყენების გამო, საბოლოო ჯამში, დასრულდა ძალიან მძიმედ და ფატალურად. ჩვენ მივმართეთ შს სამინისტროს და პროკურატურას, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აიყვანოს ეს საქმე და გამოიყენოს ყველა ეფექტური მექანიზმი, რათა დაზარალებული იქნეს დაცული შემდგომი ძალადობისგან. მე ასევე ვაპირებ შევხვდე დაზარალებულსაც და ჩვენ აღმოვუჩენთ ყველა შესაძლო დახმარებას, მათ შორის ეს იქნება გადაუდებელი თუ სხვა ტიპის დახმარება, რისი შესაძლებლობაც კანონმდებლობით გაგვაჩნია”, - განაცხადა ლომჯარიამ.

ქუთაისში მცხოვრები 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს და მის დაპატიმრებას ითხოვს. გოშხეთელიანი ყვება, რომ ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მას და ოჯახის დანარჩენ წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა, გირაოს სანაცვლოდ მალევე გათავისუფლდა.

დეა გოშხეთელიანი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და მის დაკავებას ითხოვს. დეა გოშხეთელიანს და მის მამას ტვინის შერყევა აქვთ. ასევე, გოშხეთელიანის მამას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ტვინის შერყევისა, გოშხეთელიანის მამას ცხვირიც აქვს გატეხილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული პირი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო