მიხეილ სააკაშვილი 2014 წელს მაიდანზე მკვლელობების საქმეზე დაიკითხა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2014 წელს მაიდანზე მკვლელობების საქმეზე დაიკითხა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„გუშინ მაიდანის საქმეზე, პროკურატურაში ორი საათი გრძელდებოდა ჩემი დაკითხვა იმ „ფაქტებთან“ დაკავშირებით, რომლებიც პუტინის მეგობრის, ბერლუსკონის იტალიური არხის გადაცემაში იყო მოყვანილი, თითქოს მე „ქართველ სნაიპერებს“ ხალხის დახვრეტის ბრძანება მივეცი.

მინდა აღვნიშნო, რომ გამოძიებლები ძალიან პროფესიონალურად და კეთილგანწყობილად იქცეოდნენ, მაგრამ, ჩემი აზრით, მთელი სისტემა ტყუილად მუშაობს. იმ ეპოქის ორი მთავარი საქმე - ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლა და მაიდანზე ხალხის დახვრეტა - აქამდე გამოუძიებელი რჩება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე რჩებიან პირები, რომლებსაც ამ საქმეების გამოძიება არ აწყობთ.

რუსულ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა იქნებოდა, მაგრამ გუშინ მე ორი საათი ბელეტრისტიკაზე დავკარგე, დღეს კი კიდევ ორი დაკითხვა მელოდება...“ - წერს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა